25 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა - არის მსხვერპლი

შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან რუსული მშრალტვირთმზიდი ჩაიძირა. ადგილზე 2 ცხედარია ნაპოვნი.

ბორტზე 15 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა სამაშველო ნავში გადასხდომა მოასწრო.

ამჟამად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, რომელსაც ცუდი ამინდი ართულებს. მაშველები 5 მეზღვაურს ეძებენ.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები