16 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
ვაქცინაცია ეკლესიაში, ორღანის მუსიკის თანხლებით - სოლსბერის ტაძარში 80 წელს გადაცილებული ათასობით ბრიტანელი მივიდა

ინგლისში მოქალაქეების ვაქცინაცია ტაძარში მიმდინარეობს. სოლსბერის ტაძარში პრეპარატის მისაღებად 80 წელს გადაცილებული ათასობით პირი მივიდა.

დღეს ტაძარში ვაქცინაციის პირველი დღეა, სანამ მოსახლეობა მედიკამენტის მისაღებად რიგში დგას, მათთვის ტაძრის მუსიკის ხელმძღვანიელი ბახის, ჰენდელისა და პაჩებელის ნაწარმოებს ასრულებს.

800 წლის ტაძარი ინგლისში ლოქდაუნის გამო დაკეტილი იყო, მსახურება კი ონლიან რეჟიმში მიმდინარეობდა.

დღის ამბები