25 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 95 მილიონს აჭარბებს

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 95 მილიონს აჭარბებს. რთული ეპიდვითარებაა პორტუგალიაში, სადაც ინფიცირებულთა მატების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების დეფიციტია.

ვაქცინაციის დაწყებისთვის ემზადება ბრაზილია. ქვეყანაში კომპანია "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" წარმოებული ვაქცინების გამოყენების უფლება გასცეს.

"კოვიდ -19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელი პირების მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის უწყებამ. ცნობილია, რომ პატიმრების ვაქცინაციას იწყებს ისრაელი.

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი მისი ინაუგურაციიდან პირველი ასი დღის ვადაში 100 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს.

დღის ამბები