19 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
ტუნისში საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ტუნისში საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყნის მასშტაბით მეორე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. მათ დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბოლო მონაცემებით, სამართალდამცველებმა 240 პირი დააკავეს, მათი უმრავლესობა თინეიჯერია.

დღის ამბები