25 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
ამსტერდამში დემონსტრანტებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

საპროტესტო გამოსვლები ამსტერდამში - ნიდერლანდების დედაქალაქში 2000-მდე დემონსტრანტი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვების წინააღმდეგ გავიდა. აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადეები და არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

სამართალდამცველებმა მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ გამოიყენა პიროტექნიკაც, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი წყლის ჭავლით დაშალეს. დაკავებულია რამდენიმე პირი.

ნიდერლანდებში ბიზნესობიექტები და სკოლები დეკემბერში დაიხურა. რამდენიმე დღის წინ კი საკარანტინო შეზღუდვები კიდევ სამი კვირით გახანგრძლივდა.

დღის ამბები