18 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
აზერბაიჯანში მოსახლეობა ჩინური ვაქცინით იცრება, ვაქცინაციის შემდეგ კი ისინი სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ

აზერბაიჯანში მოსახლეობა ჩინური ვაქცინით იცრება, სადაც აცრის შემდეგ მოქალაქეები სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ.

ჩინეთში კი, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.

ეპიდვითარება მძიმდება პორტუგალიაში, სადაც ინფიცირებულთა მატების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების დეფიციტია.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს ამსტერდამში. დემონსტრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ვაქცინაციის დაწყებისთვის ემზადება ბრაზილია. ქვეყანაში კომპანია "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" წარმოებული ვაქცინების გამოყენების უფლება გასცეს.

კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელი პირების მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. პატიმრების ვაქცინაციას იწყებს ისრაელი.

100 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინაუგურაციიდან პირველი ასი დღის ვადაში.

დღის ამბები