16 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნესგეგმის შექმნის ინიციატივას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა

ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნეს გეგმის შექმნის ინიციატივას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა.

ნათია თურნავას თქმით, პოსტკოვიდურ პერიოდში ბიზნესსექტორისა და მთავრობების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკისრებათ მთავრობებს, ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და ვთანამშრომლობთ ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), რომელიც განიხილავს, საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს,"-აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები