19 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჰყავს - ჯო ბაიდენმა ფიცი დადო

ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. 

ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა და პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კაპიტოლიუმთან ფიცი დადეს. 

ინაუგურაციას ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი ესწრებოდნენ.

პანდემიის გამო, ინაუგურაცია განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. 

ინაუგურაციის ცერემონიამ მშვიდობიანად ჩაიარა, სადაც ამერიკის ჰიმნი ცნობილმა მომღერალმა ლეიდი გაგამ შეასრულა. 

ცერემონიაზე ასევე იმღერა  ჯენიფერ ლოპესმაც. 

დღის ამბები