24 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა

პოპ ვარსკვლავმა ლედი გაგამ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალზე აშშ-ის ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

როგორც ცნობილია, მომღერალი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში უჭერდა მხარს ბაიდენს და, მისივე განცხადებით, მისთვის "დიდი პატივია, რომ ის ცერემონიისათვის იქნა შერჩეული“.

სამშაბათს ის მთელი დღის განმავლობაში რეპეტიციაზე იმყოფებოდა და სოცქსელში ეროვნულ გვარდისთან გადაღებულ სურათებს პოსტავდა.

დღის ამბები