ეს არის ამერიკის დღე, ეს არის დემოკრატიის დღე, ისტორიისა და იმედის დღე, განახლებისა და მძიმე განსაცდელების გადალახვის დღე - ეს იყო აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირველი სიტყვები პრეზიდენტის რანგში.
ჯო ბაიდენმა საინაუგურაციო სიტყვაში ხაზი გაუსვა რასობრივ უთანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, პოლიტიკური ექსტრემიზმის ზრდასა და შიდა ტერორიზმს. პანდემიაზე საუბრისას კი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის მოქალაქეები ისტორიული სირთულეების წინაშე დგანან.
თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების პირველივე წუთებიდან პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 17 განკარგულებას მოაწერა ხელი და გააუქმა მისი წინამორბედის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე დადგენილება.
აშშ-ის 46-ე დემოკრატი პრეზიდენტი, მეუღლესთან ჯილთან ერთად უკვე თეთრ სახლში იმყოფება.