20 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
წყალდიდობის შედეგად დიდ ბრიტანეთში ქალაქები დაიტბორა

დიდ ბრიტანეთში წყალდიდობაა. ძლიერი წვიმისა და თოვლის შედეგად დაიტბორა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები.

სტიქიამ დააზიანა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი. შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა.

ზოგიერთ ტერიტორიაზე განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაციაც. სინოპტიკოსები მომდევნო კვირაში ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.

დღის ამბები