25 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
სკოლებში ყოველ ორ კვირაში მასწავლებლებს ტესტირება ჩაუტარდებათ - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების ტესტირება.

"სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. ასევე, სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი,"- განაცხადა განათლების მინისტრმა. 

დღის ამბები