19 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
"მოქალაქეებთან" შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პარტია "მოქალაქეების" ლიდერებთან შეხვედრები საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდება.

​მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მათი პოზიციები თითქმის შეჯერებულია. 

"საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, გარკვეული დეტალების გარდა, რაც საკამათო გახდა და მგონია, რომ ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ, პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ.

მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, "მოქალაქეებს" სურთ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით.

პლებისციტთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ იურიდიულადაც აბსურდულია და პოლიტიკურადაც. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს.

როდესაც ჩვენ ვთავაზობთ 1%-იანი ცდომილების შემთხვევაში ახალ არჩევნებს, თუ ისინი კომისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას და იქ ნახავენ რაღაც ელემენტარულ მტკიცებულებას, რომ 1%-იანი გადახრა იყო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა. 

 

დღის ამბები