24 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული - ბრიტანეთის პრემიერი

კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საუბრობს. ამასთან, როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, ვაქცინები ეფექტურია ახალ შტამებთან მიმართებაშიც.

მძიმე ვითარების მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოში მკაცრ შეზღუდვებს ყველა არ ემორჩილება. ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ის პირები დააჯარიმეს, რომლებიც საქორწილო ცერემონიას მართავდნენ. ადგილზე 150 პირი იმყოფებოდა.

შესაძლოა, ექვსკვირიანი კარანტინი ხელახლა დაწესდეს ირლანდიაში. ლოქდაუნის უკვე მესამედ დაწესებას არ გამორიცხავს საფრანგეთიც.

მძიმე პანდემიური ვითარების გამო, პოლონეთიდან ჯანდაცვის სფეროს 200-ზე მეტი წარმომადგენელი სლოვაკეთში დასახმარებლად ჩავიდა.

პარალელურად მსოფლიოში აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია. მეზობელი თურქეთი კვირის ბოლოსთვის ჩინეთიდან ვაქცინის დამატებით 10 მილიონ დოზას ელოდება. ანკარამ ვაქცინის 3 მილიონი დოზა უკვე მიიღო და ამ დრომდე მილიონზე მეტი მოქალაქე აცრა. 

"არსებობს გარკვეული მტკიცებულება რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი რომელიც პირველად ლონდონსა და სამხრეთ აღმოსავლეთით გამოვლინდა უფრო სწრაფად გავრცელების გარდა, შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ის ვაქცინები, რომლების გამოყენებითაც ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს იქნება ეს AstraZeneca თუ Pfizer​-ი, ორივე ვარიანტის მიმართ ეფექტურია," - აცხადებს ბორის ჯონსონი. 

დღის ამბები