25 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
რუსეთში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო - დაკავებულია 125-ზე მეტი მომიტინგე

რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 125-ზე მეტი მომიტინგე, სამართალდამცველებმა დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს.

ნავალნის შტაბის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს უხეშად ეპყრობიან და ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია სლოგანით "თავისუფლება ნავალნის" რუსეთის 93 ქალაქში იგეგმება. ბერლინიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი აეროპორტში 17 იანვარს, თანხების თაღლითურად მითვისების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები