20 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს. იულია ნავალნაია მეუღლის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მივიდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.

საპროტესტო აქციები სლოგანით -"თავისუფლება ნავალნის" რუსეთის 93 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია ასობით მომიტინგე, სამართალდამცველები დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლიან.

ბერლინიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი აეროპორტში 17 იანვარს, თანხების თაღლითურად მითვისების ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები