28 თებერვალი 2021,   10:10
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამები მსოფლიოსთვის მორიგ გამოწვევად იქცა - საფრანგეთში შესაძლოა ლოკდაუნი მესამედ გამოაცხადონ

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 600 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ევროპის რეგიონია.

პანდემიის მესამე ტალღის პრევენციისთვის საფრანგეთმა და ირლანდიამ შესაძლოა ლოკდაუნის გამოცხადების გადაწყვეტილება ისევ მიიღონ. დაწესებულ შეზღუდევებს კიდევ უფრო ამკაცრებს ნორვეგია და ბელგია.

პანდემიის განმავლობაში პირველად აფთიაქებისა და სურსათის მაღაზიებისა გარდა ნორვეგიაში ყველაფერი დაიხურება. ვითარება დამძიმდა სლოვაკეთშიც, სადაც დასახმარებლად მეზობელი პოლონეთიდან 200-ზე მეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ჩავიდა.

კორონავირუსის ახალი შტამების გამოჩენა მსოფლიოსთვის მორიგ გამოწვევად იქცა.

დღის ამბები