20 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
საფრანგეთში ეპიდემიოლოგები ლოკდაუნზე ალაპარაკდნენ - მსოფლიოში კოვიდსტატისტიკა 100 მილიონს უახლოვდება

100-ს მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. ბოლო დღეებში ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევები მატულობს საბერძნეთში.

მონაცემები იზრდება საფრანგეთშიც, სადაც ეპიდემიოლოგები საყოველთაო კარანტინის მესამედ გამოცხადების საჭიროებაზე საუბრობენ.

ვირუსის ე.წ ბრიტანული სახეობის პირველი შემთხვევა დადასტურდა სერბეთში. ბოლო თვეების განმავლობაში კოვიდ -19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ახალ ზელანდიაშიც.

ვირუსი დაუდასტურდა მექსიკის პრეზიდენტს, მას სიმპტომები მსუბუქი ფორმით აქვს და მუშაობას კარანტინიდან განაგრძობს.

ისრაელი კი, ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან თვის ბოლომდე საერთაშორისო ფრენებს აკრძალავს.

დღის ამბები