ჯო ბაიდენს პრეზიდენტის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ფრანგ კოლეგასთან - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცების სურვილი გამოთქვა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა საგარეო პოლიტიკის, კლიმატის ცვლილებისა და კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.
მხარეები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.