19 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს ნავალნისთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს

რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის შიდა საქმეებში ერევიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა დასავლური ფსევდოდემოკრატიისა და ფსევდოლიბერალიზმის ღრმა კრიზისის შედეგია.

ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდაც.

დღის ამბები