19 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება​ - გიორგი ვოლსკი NDI-ს გამოკითხვაზე

NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ასევე - უმუშევრობის საკითხი ძალიან მძიმე პრობლემას წარმოადგენს.

"რაც შეეხება ეკონომიკას, სოციალურ თემას, უმუშევრობას, გიდასტურებთ, რომ ძალიან მძიმეა და ეს არ არის, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი კვლავ წავა აღმავლობით.

უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამასაც დიდი კვლევა არ სჭირდება, რომ საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იდგეს, სჭირდება პარლამენტი და სტაბილურობა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, NDI-ის ახალ კვლევაში დასმულ კითხვაზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება, მოქალაქეების უმეტესობა პასუხობს, რომ საპარლამენტო მუშაობაში ყველა პარტია უნდა ჩაერთოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები