25 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
გიორგი კახიანის თქმით, ოპოზიციისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის შესახებ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა 

51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო მანდატის სავარაუდო გაუქმებაზე საუბრობს უმრავლესობაც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პარლამენტი იმ შემადგენლობით იყოს დაკომპლექტებული, როგორც ხალხმა აირჩია.

"საბოლოო ჯამში ეს არის თითოეული პარლამენტარის გადასაწყვეტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. როგორც გითხარით უმრავლესობის რიგებში არის განსხვავებული შეხედულებები, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს უფლებამოსილებების შეწყვეტა, არიან ისეთებიც, რომლებსაც განსხვავებული შეხედულება გააჩნიათ. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ შემთხვევაში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება, რომელიც არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებში შეიძლება იყოს, არამედ ის, რაც ქვეყნის ინტერესებში იქნება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები