ცვლილებები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის და მხოლოდ მათთვის, ვინც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციურ ფლანგს შეავსებს.
პარლამენტი ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს. რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
რეგლამენტის მიღებს შემდეგ უფრაქციო დეპუტატებს შეეძლებათ წარადგინონ ან თავად გახდნენ ვიცესპიკერები, ასევე დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საპარლამენტო თანამდებობები.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ ამ მიდგომით ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობა სრულყოფილი იქნება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ცხოვრება ოპოზიციასთან ერთად უნდა იყოს სრულმასშტაბიანი.
"იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციოები არიან მაგრამ არიან ოპოზიციაში უნდა მიეცეთ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს. მათ შორის დებატები, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ა.შ ეს არის კეთილი ნება იმისათვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოველმხრივ იყოს სრულმასშტაბიანი,"- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.