20 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
როგორ უნდა ამოქმედდეს ბიზნესი ეტაპობრივად - ეკონომიკის სამინისტროში დარგის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

როგორ უნდა ამოქმედდეს ქვეყანაში ბიზნესი ეტაპობრივად? შეხვედრა რესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან ამჯერად ეკონომიკის სამინისტროში შედგა. 

შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ პროცესი შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, რომელიც 1-ელ თებერვლიდან უნდა დაიწყოს ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა სფეროს მოიცავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს რათა განახორციელოს ის გეგმები რაც აქვს დასახული.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა იმ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც განხორციელდება შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანების წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ იმ ეტაპებზე, რომლებიც შესაძლებელია იყოს განხილული 1-ელი თებერვლის შემდეგ, რათა, საბოლოო ჯამში, ბიზნესი სრულყოფილად გაიხსნას და დარგებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერირება.

ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ სამუშაო პროცესშია სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ის ამოცანები განხორციელებული, რომელიც ერთად გვაქვს დასახული ბიზნესის გახსნის თვალსაზრისით," - განაცხადა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღის ამბები