19 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
როდის შედგება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი კვლავ უცნობია - ოპოზიცია უმრავლესობას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

არ არის გამორიცხული ოპოზიციის სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრის დროებით გადადება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის გაჭიანურებული შეხვედრის საბოლოოდ ჩატარების საფუძველიც გახდეს.

ოპოზიციის ძირითადი ნაწილის მოთხოვნა უცვლელია - რიგგარეშე არჩევნები. საკუთარ განსხვავებულ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს "გირჩი".

პარტიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკების რეალური სურვილი, მათგან განსხვავებით, არც ერთ მხარეს არ აქვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და მოთხოვნები პრინციპულია, როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, თუ ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება, გაჩნდება მოლაპარაკების შანსი.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძის თქმით, იმ პირობებში სადაც ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ოპტიმიზმის საფუძველი მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით არ არსებობს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება " შესაძლებლობების ფანჯარას ხურავს.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" არ სურს შეთანხმების მიღწევა.

"ქართულ ოცნებას" და არც ბევრს კოლეგას ოპოზიციიიდან არ ჰქონდა სურვილი მიეღწია შეთანხმებისთვის და წარმატებით დაგვესრულებინა ეს პროცესი. გააზრებული გვაქვს, რომ დარჩენილ რამდენიმე დღეში ეს პოზიცია არ შეიცვლება,"- აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები