25 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
მუქარა "ნაცმოძრაობის" სტილია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს, ახლა ალბათ ნაგვის ურნებს აქცევენ - გურამ მაჭარაშვილი

პარტია "გირჩისა" და ენმ-ს თავჯდომარეებს შორის დაპირისპირება "ქართულ ოცნებაშიც" გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულნი არიან, რომ ნიკა მელიას მხრიდან გარკვეულ მუქარას მართლაც ჰქონდა ადგილი, რადგანაც ისინი თვლიან, რომ სწორედ ეს მოქმედება არის "ნაციონალური მოძრაობის" სტილი, რითაც პარტია ცდილობს, რომ საკუთარი აზრის მონოპოლია დაამკვიდროს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

"მუქარას რაც შეეხება, ეს სამწუხაროდ "ნაცმოძრაობის" სტილი გახლავთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ალბათ ნაგვის ურნებს აქცევენ, ეს სამწუხაროდ ფაქტია, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენი ოპოზიციონერების მოლაპარაკებას, ჩვენ ამაში ბუნებრივია ვერ ჩავერევით. რაც შეეხება იარაღის ტარების უფლებას, დღევანდელი კანონმდებლობით რაც არის გათვალისწინებული ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს არის აბსოლუტურად მორგებული დღევანდელ რეალობას," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დეტალური განმარტებები გაკეთდეს.

"ოპოზიციაში არის დიდი არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოპოზიცია ვერასდროს ვერ იქნებოდა ერთიანი და გაერთიანდნენ რაღაც ეფემელური ე.წ. არჩევნების გაყალბების გარშემო, შესაბამისად როდესაც ეს არჩევნების გაყალბების მითი დაიმსხვრა მათი ერთიანობაც მიჰყვა ამ პროცესს, აქედან გამომდინარე ნათელია ის დაპირისპირებები, რომლებმაც თავი იჩინა ოპოზიციაში, ეს არის სრულიად ლოგიკური შედეგი იმისა, რომ ეს ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმი ვერასოდეს ვერ იქნება," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები