20 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
დემოკრატებმა შეერთებული შტატების სენატში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს

დემოკრატებმა შეერთებული შტატების სენატში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს. პროცესი 8 თებერვალს დაიწყება და სასამართლო განხილვის ფორმატში წარიმართება.

სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს "ამბოხის წახალისებაში". ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა 2/3 ხმაა საჭირო. ანუ სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

სენატის მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს უფლებამოსილება შეეზღუდება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან დაიკავოს რაიმე საჯარო პოსტი.


დღის ამბები