25 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას"  წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ.

40-მდე ადგილობრივი  დედოფლისწყაროში ნავთობბაზასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს ბაზიდან ამოღებული ნავთობის გატანის უფლება არ მისცემენ, რადგან ფრონტერას მხრიდან შეთანხმება რამდენჯერმე დაირღვა და  პროდუქტის რეალიზების მიუხედავად,  სახელფასო დავალიანება არ აუნაზღაურეს. 

მოთხოვნებს გაეცნო კომპანიის მენეჯერი. გიორგი ჯანიაშვილის განმარტებით, ხელმძღვანელობა მზად არის ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და საკითხი მშვიდობიანად მოაგვარონ. თუმცა,ან შეთანხმების არ სჯერათ აქციის მონაწილეებს.   

ცნობისთვის "ფრონტერას" წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოუგო. კომპანია "ფრონტერას" 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. ბოლო 2 წლის განმავლობაში კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა არაერთი აქცია გამართეს. მათი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს. 

დღის ამბები