ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანიდან რუსეთში ჩავიდა - მინისტრებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და რეგიონის ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა განიხილეს.
სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მოჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნა, რომ თეირანი მიესალმება ექვსმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას რეგიონში.
როგორც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების კარგი შესაძლებლობაა. მოსკოვის შემდეგ ზარიფი საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რის შემდეგაც სომხეთსა და თურქეთში გაფრინდება.