18 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ინდოეთში ფერმერების აქციაზე მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ათასობით ფერმერის მიერ გამართული საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

სამართალდამცავებმა დედაქალაქისკენ მიმავალი რამდენიმე გზა ლითონისა და ბეტონის ბარიკადებითა და სატვირთო ავტომობილებით ჩაკეტეს ისე, რომ ფერმერებს მხოლოდ ხელისუფლების მიერ ნებადართული მარშრუტების გავლა შეძლებოდათ. ფერმერებმა ბარიკადების გარღვევა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ინდოეთში ფერმერები მთავრობის მიერ განხორციელებულ სოფლის მეურნეობის რეფორმებს აპროტესტებენ.

დღის ამბები