24 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტი ქალის პორტრეტი დაიბეჭდება

შეერთებულ შტატებში ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტის, ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი დაიბეჭდება, რომელიც მონობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ის ბოლო ასი წლის განმავლობაში ამერიკულ ბანკნოტებზე გამოსახული პირველი ქალი იქნება. მანამდე 1891-1896 წლების გამოშვების 1-დოლარიან სერტიფიკატზე ყოფილი პირველი ლედის, მარტა ვაშინგტონის გამოსახულება იყო.

20-დოლარიან ბანკნოტზე აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, მონათმფლობელის ენდრიუ ჯექსონის გამოსახულებაა. მისი ტაბმენის პორტრეტით შეცვლა ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ცვლილების ამოქმედება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაყოვნა.

დღის ამბები