23 აპრილი 2024,   19:38
ვრცლად
დაუმორჩილებლობის მსვლელობა რუსთაველზე - სამოქალაქო აქტივისტებმა დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 

მორიგი დაუმორჩილებლობის მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. სამოქალაქო აქტივისტებმა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 24 იანვარს მსგავსი მსვლელობის დროს გამოწერილი ჯარიმების მიუხედავად, აქტივისტები საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე უარს არ ამბობენ და თბილისის გარდა კარვების გაშლას უკვე ქუთაისშიც აპირებენ.

კანონმდებლობით, გადაადგილების შეზღუდვის განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მოძრაობა საქართველოს მიზანია ყველას უთხრას, რომ არასოდეს არ უნდა დავთმოთ თავისუფლება, არაგონივრული შეზღუდვების გამო. ვერავინ ვერ ახსნის, რატომ შეიძლება ადამიანი სახლში 21:00 საათამდე მივიდეს და არა 22:00 და 23:00 საათამდე.

ეს არის თვითნებობა და თვითნებობა ხორციელდება არადემოკრატიულ, დიქტატურულ სახელმწიფოებში. მზად ვარ, აღძრან სისხლის სამართლის საქმე, ვაგო პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვარ იურისტი, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ესეთი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობდეს,“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე. 

 

 

 

 



 

დღის ამბები