25 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 2/3 პლანეტის მთავარ პრობლემად კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს

მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 2/3 პლანეტის მთავარ პრობლემად კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს.

კვლევა სახელწოდებით People Climate Vote ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 50 ქვეყანაში ონლაინფორმატში ჩაატარეს.

მასში მონაწილეობა 1.22-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა 64% კლიმატის ცვლილებას სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემად მიიჩნევს, რომლის მოსაგვარებლადაც ყველა სახელმწიფოს ძალისხმევაა საჭირო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ, პანდემიის მიუხედავად, კაცობრიობის მთავარ პრობლემად სწორედ კლიმატის ცვლილება დაასახელა.

დღის ამბები