20 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი და ყოფილი მღვდელმსახური ანდრია სარია დეკანოზ თადეოზის განკვეთას მოითხოვენ

დეკანოზი თადეოზის მიერ ამბიონიდან გაკეთებულ მძიმე შინაარსის ქადაგებაზე კრიტიკული შეფასებები აქვთ თეოლოგებს. მათი განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეკანოზი სიძულვილის ენით ქადაგებს და საპატრიარქომ მისი განკვეთის გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს.

"ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი განკვეთა, რამეთუ იგი უკვე მრავალი წელია საკმაოდ დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებს. ის უტიფრად იგივეს იმეორებს მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვლინდა, როგორც დამნაშავე. მას რომ ჰქონოდა სინანული, რა თქმა უნდა სასჯელი ბევრად უფრო მსუბუქი შეიძლება ყოფილიყო," - განაცხადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.

თეოლოგების აზრს ეთანხმება მამა ანრდია სარიაც, რომლის განცხადებითაც, ამ კონკრეტული სასულიერო პირის ქადაგება მართლმადიდებლურ სწავლებას არ შეესაბამება და დანაშაულის შემცველია.

"მისი შემდგომი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო შეგნებული ქადაგება, იმიტომ, რომ მან არ უარყო თავისი სიტყვები, რაც წინარე ქადაგებაში თქვა. მას აუცილებლად უნდა შეუჩერდეს მღვდელმოქმედება, იმიტომ, რომ გაავრცელა აგრესიის, ასევე უცოდინარი თეოლოგიური სწავლებები," - აღნიშნა ყოფილმა მღვდელმსახურმა მამა ანდრია სარიამ.

დღის ამბები