20 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
მანდატების გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილების გაჭიანურება ოპოზიციაზე ვაჭრობისა და შანტაჟის გზაა - თინა ბოკუჩავა

მართველი ძალის მხრიდან ოპოზიციაზე ვაჭრობისა და შანტაჟის გზა - ასე აფასებენ "ქართული ოცნების" ოპონენტები მანდატების გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილების გაჭიანურებას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი ერთპარტიული დარჩება, გაიზრდება ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა, ასევე მოქალაქეების მხრიდან საპროტესტო მუხტიც.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა მათი უცვლელი მოთხოვნა, კვლავ ვადამდელი არჩევნებია.

"მანდატების უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვის ამგვარი გაჭიანურება "ქართული ოცნების" მხრიდან მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ამგვარი საკითხი გამოიყენოს პოლიტიკური შანტაჟის და პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტად. არავინ აპირებს, რომ ოპოზიციაში წამოეგოს ამგვარ შანტაჟს და ამიტომ ვისურვებდი, რომ დროულად იმოქმედოს "ქართულმა ოცნებამ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები