24 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
ეს არის მოხიბვლა იმ ადამიანებისა, რომელთაც სურთ თბილი სკამები - ოპოზიცია რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე

უფრაქციო დეპუტატებისთვის საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნულ ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვად აფასებენ.

"ეს არის მოხიბვლა იმ ადამიანებისა, რომელთაც სურთ თბილი სკამები, თანამდებობები დაიკავონ პარლამენტში და არ აკეთონ საქმე ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ეს მეტი არაფერია. არავითარ შემთხვევაში ეს არ ჩათვალოთ, რომ არის ზრუნვა დემოკრატიაზე ან მოქალაქის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვა იმ ადამიანების, ვისაც მხოლოდ ერთადერთი რამ ამოძრავებს, ერთადერთი რამის გამო უნდა პარლამენტში შესვლა, რომ იქ იყოს თბილად," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის ვახტანგ კალოიანის თქმით, რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანოს მმართველმა ძალამ რეგლამენტში, მისი შეფასებით, არალეგიტიმურ პარლამენტს ვერ გააპატიოსნებს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით კი, მმართველი გუნდისგან მსგავსი ინიციატივა დღევანდელი ვითარების კონტექსტში არ ჯდება. მეგრელიშვილი ინიციატივას ოპოზიციის მოსყიდვად აფასებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ინიციატივა სულაც არაა ხელისუფლების კეთილი ნება.

"ეს მათი კეთილი ნება კი არ არის, უბრალოდ, ადამიანებიც კი არ ჰყავთ იმისთვის, რომ საპარლამენტო დელეგაციაში ოპოზიციური პარტია ყოფილიყო, ფრიდონ ინჯია წაიყვანეს, თითქოს ოპოზიციური ფრაქციის წარმოუდგენელია. ფრაქცია კი არა, პარტიაც არ აქვს რეგისტრირებული ფრიდონ ინჯიას," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები