17 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს - რუს ოპოზიციონერს 2.8 წლით კოლონიაში აგზავნიან

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და მან  2.8 წლიანი სასჯელი საერთო რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. 

სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 3.5 წლიანი პატიმრობა ივ როშეს საქმეზე გამოსაცდელი ვადის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიუსაჯა. შინაპატიმრობაში გატარებული წლის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნი კოლონიაში 2.8 წელს გაატარებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების პარალელურად, მოსკოვსა და სანკტ- პეტერბურგში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ორივე ქალაქის მთავარ მოედანზე "ომონი" დგას და მოსალოდნელი პროტესტის გამო შეზღუდულია მოძრაობა.

დღის ამბები