18 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სალვადორთან, ჰონდურასთან და გვატემალასთან თავშესაფრის საკითხებზე შეთანხმებას აჩერებს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სალვადორთანჰონდურასთან და გვატემალასთან თავშესაფრის საკითხებზე შეთანხმება დაუყოვნებლივ შეაჩეროს.

დონალდ ტრამპის მმართველობისას, 2019 წელს ინიცირებული ე.წ. "უსაფრთხო მესამე ქვეყნის" შეთანხმებების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის მიღების იმედით ცენტრალური ამერიკის რეგიონიდან მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარზე მიდიოდნენ, ამ სამიდან ერთ-ერთ ქვეყანაში უნდა გაეგზავნათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მიგრაციის რეგულირების საკითხებში ამ რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის უფრო მისაღები გზები არსებობს.

დღის ამბები