20 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბელარუსის სოლიდარობის დღე აღინიშნება

დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბელარუსის სოლიდარობის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნისკენ საერთაშორისო საზოგადოებას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოუწოდა.

სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით ლიეტუვაში გაიმართება აქცია "ექვსი მილიარდი ნაბიჯი". ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეს კი, ბელარუსის დროშის ფერებში მორთავენ.

სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი ვარშავაშიც, სადაც ყველაზე მაღალ შენობას ბელარუსის დროშის ფერებში გაანათებენ. მოლდოვასა და რუმინეთში ანდრეი კურეიჩიკის პიესას დადგამენ, რომელიც ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დღის ამბები