20 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების გამო საბერძნეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების გამო საბერძნეთი შეზღუდვებს ამკაცრებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში შაბათ-კვირას გადაადგილების შეზღუდვა 6 საათიდან დაიწყება, მუშაობა აეკრძალებათ სავაჭრო ობიექტებს. ღია მხოლოდ სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიები რჩება. ასევე, დაიხურება საშუალო სკოლები და მოსწავლეები სასწავლო პროცესს ონლაინრეჟიმში გააგრძელებენ. ახალი შეზღუდვები ძალაში 15 თებერვლამდე დარჩება.

მოგზაურობა უკვე გაამკაცრა ისრაელმა. ქვეყნის დატოვების უფლება ისრაელის მოქალაქეებს მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთვევაში აქვთ. ახალი რეგულაციები 20 თებერვლამდე მოქმედებს.

მოქალაქეებმა რეგულაციების შემსუბუქება მოითხოვეს საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.

რეგულაციებს ამსუბუქებს პოლონეთი. 12 თებერვლიდან ქვეყანაში კინოთეატრები, თეატრები, სპორტული დაწესებულებები და სამთო-სათხილამურო კურორტები ნაწილობრივ გაიხსნება.

ბოლო მონაცემებით, პანდემიამ მსოფლიოში 2 მილიონ 320 ათასი კოვიდინფიცირებული იმსხვერპლა.

დღის ამბები