19 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
"ღრმად კორუმპირებული" და "საბჭოთა ფუნქციონერი" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩზე

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს პასუხობს. მესამე პრეზიდენტმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ის გამოეხმაურა უკრაინელი დიპლომატის იგორ დოლგოვის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები არ ეხმარება საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

სააკაშვილი ელჩს "ღრმად კორუმპირებულსა" და "საბჭოთა ფუნქციონერს" უწოდებს. მისივე თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს.

"ვეუბნები მას, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს. მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოში. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან."

შეგახსენებთ გუშინ უკრაინის ელჩმა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარება ორ ქვეყანას ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

დღის ამბები