19 აპრილი 2024,   22:52
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე 173 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა - "ბლუმბერგი"

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 173 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 52 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 15.8%-ს შეადგენს.

აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული მოქალაქით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს.

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში, ვაქცინაცია 21 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 6.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 69%-ს შეადგენს.

ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც, შესაბამისად, მოსახლეობის 46% და 22%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

დღის ამბები