25 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ვეღარავის დაველაპარაკებით - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრებმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრება დატოვეს - პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მათ "მიხეილ სააკაშვილის თამაშს სთავაზობენ", რაც პარტიისთვის მიუღებელია. 

ვახტანგ მეგრელიშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ, მათი დაპირისპირება იყოს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავი და ნიკა მელიას საქმეც ამისი ნაწილია. 

"როგორც კი აზრს დაატან, ოდნავ განსხვავებული ფორმით იტყვი, შენ მიმართ ჩნდება ეჭვი. ეს რა უცნაური სამყაროა, კაცო?!

მელიამ არ ვიცი, გირაო უნდა გადაიხადოს თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ნიკა მელია ციხეში არ უნდა იჯდეს, ანუ, მე არ ვიცი, ტექნიკურად და სამართლებრივად როგორ გვარდება ეს პრობლემა, მაგრამ მეც ხომ ვიცი და თქვენც ხომ იცით, რომ ეს სამართლებრივი პრობლემა არ არის?!

მე ვიცი, რომ ორი მხარე - "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჩხუბი იყოს მთავარი "ივენთი" ამ ქვეყანაში. ამისთვის თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ საერთოდ, ვეღარავის დაველაპარაკებით," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

დღის ამბები