ძლიერი ქარბუქის გამო ტეხასის შტატში მილიონზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ძლიერი ყინვის გამო მუშაობა შეაჩერა ქარის ელექტროსადგურებმაც. შტატის მასშტაბით შეწყდა ავიამიმოსვლა.
ტეხასის გუბერნატორმა დახმარებისთვის ეროვნულ გვარდიას მიმართა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტემპერატურის მსგავსი ვარდნა ბოლოს 1970 წელს დაფიქსირდა, ამ დროისთვის ტეხასში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს, ქარიშხლის სიმძლავრემ კი მეხუთე კატეგორიას მიაღწია.