20 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
NASA-ს ხომალდი მარსზე 18 თებერვალს დაეშვება

NASA-ს მიერ მარსზე გაგზავნილი ხომალდი წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს დაეშვება. მეცნიერების მიზანია, გაიგონ, როგორი იყო მარსი მილიარდობით წლის წინ, როცა პლანეტას გააჩნდა მდინარეები, ტბები და ოკეანეები.

მისიისთვის შექმნილი 6 ბორბლიანი ყველგანმავალი წითელი პლანეტიდან დაახლოებით ნახევარ კილოგრამამდე ბიოლოგიურ ნიმუშებს შეაგროვებს.

NASA-ს მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მიღებული ბიოლოგიური ნიმუშები გარკვეულ წარმოდგენას შექმნის მარსის გაუდაბნობის მიზეზებზე, ასევე შესაძლოა პასუხი გასცეს კითხვას, არსებობდა თუ არა წითელ პლანეტაზე სიცოცხლე.

ხომალდმა ამ დროისთვის 483 მილიონი კილომეტრი იფრინა, NASA-ს იმედი აქვს, რომ ხომალდი პლანეტაზე წარმატებით დაეშვება, ცნობისთვის, მარსზე გაგზავნილი მისიების 50 პროცენტი პლანეტასთან მიახლოებისას ან დაშვების პროცესში კატასტროფას განიცდის.

დღის ამბები