20 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - რეგიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გურიის რეგიონში უკვე მესამე დღეა თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ოზურგეთის ოთხ სოფელს: ნატანებს, შრომას, თხინვალსა და კონჭკათს. ელექტროენერგია ნაწილობრივ არის გათიშული ბაილეთში, სილაურსა და ჯუმათში. ოზურგეთის მერიის განცხადებით, ელექტრომომარაგება ყველა სოფელში დღის ბოლომდე აღდგება.

რაც შეეხება გზებს, მოძრაობა პრობლემურია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა გზებზე, სადაც ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს, რაც შეეხება ცენტრალურ გზებს, რეგიონის მასშტაბით საავტომობილო გზა ყველგან თავისუფალია.

დღის ამბები