24 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
პროტესტის მეოთხე დღე ესპანეთში - აქციის მონაწილეები რეპერის დაპატიმრებას აპროტესტებენ

პროტესტის მეოთხე დღე ესპანეთში - მოსახლეობა რეპერ პაბლო ჰასელის დაპატიმრებას აპროტესტებს. ბარსელონას ქუჩებში აქციის მონაწილეებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს და რამდენიმე შენობის შუშები ჩაამსხვრიეს.

მიმდინარე აქციებს ესპანეთის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა, პედრო სანჩესმა აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები დაგმო.

აქციის მონაწილეები რეპერის დაპატიმრების ფაქტს კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.

ესპანეთის სასამართლომ პაბლო ჰასელი მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები