24 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
ფრინველის გრიპი H5N8 ადამიანებს პირველად დაუდგინდათ - ვირუსით 7 ადამიანი რუსეთში დაავადდა

ფრინველის გრიპი H5N8 ადამიანებში პირველად დააფიქსირეს - "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე, ჯერჯერობით, არ გადადის. 

H5N8 რუსეთში 7 ადამიანს დეკემბერში დაუდგინეს, ისინი ქვეყნის სამხრეთით მეფრინველეობის ფერმაში მუშაობენ. 

"ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა, თუმცა დრო გვიჩვენებს, მუტაციის შედეგად როგორ განვითარდება ვირუსი," - განაცხადა როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ.

მისივე თქმით, აღმოჩენილი შტამი საშუალებას აძლევს მსოფლიოს, მოემზადოს შესაძლო მუტირებული ვარიანტებისთვის და დროულად მოხდეს ვაქცინისა და დიაგნოსტირების სისტემების შექმნა. 

დღის ამბები