19 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
თბილისში, ჩინეთის ქალაქ სიანიდან, პირველი პირდაპირი მატარებელი შემოვიდა

თბილისში, ჩინეთის ქალაქ სიანიდან, პირველი პირდაპირი მატარებელი შემოვიდა. ჩამოვიდა ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორისთვის განკუთვნილი ტვირთი. კომპანიამ ამით დრო და რესურსი დაზოგა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს პირდაპირი ბლოკ-მატარებლით დაუკავშირდნენ და მგზავრობამ 21 დღე შეადგინა. ბლოკ-მატარებელი არის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც შეუფერხებლად გადაადგილდება და ტვირთის მფლობელ კომპანიას თავიდან არიდებს საზღვრების კვეთასთან დაკავშირებულ და სხვა ბიუროკრატიულ პროცედურებს.

დღის ამბები