25 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
აშშ-ში ბოინგ 777 ფრენის დროს ნაწილებად დაიშალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოინგ 777 ფრენის დროს ნაწილებად დაიშალა. გაერთიანებული ავიახაზების თვითმფრინავი ავარიულად დენვერში დაეშვა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაზიანებული ძრავის ნაწილები დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

თვითმფრინავის მფლობელი კომპანიის განცხადებით, გაფრენა დენვერიდან ჰონოლულუს მიმართულებით ხორციელდებოდა. როგორც სამგზავრო ვერტმფრენის პირველადი დათვალიერებით გაირკვა, თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზად ძრავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

დღის ამბები